რამდენიმე ფეხბურთელი წელს მართლაც რომ გამორჩეული იყო.

1)
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო კარლოს ტევესი,რომელიც ჩვენი თანაქალაქელებისაგან შევიძინეთ. ჩემი აზრით წლის საუკეთესო ტრანსფერიც ეს გახლავთ.

2) კრეიგ ბელამი,მშვენივრად მოერგო გუნდს და რამდენიმე შესანიშნავი თამაში ჩაატარა,რაც მთავარია სტაბილურად თამაშობდა.

3)ადამ ჯონსონი,რომელიც ბოროდან ვიყიდეთ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში და გუნდს შესანიშნავად მოერგო

4)ნაიჯელ დე იონგი,რომელიც მთელი სეზონი შენსანიშნავად თამაშობდა ნახევარ დაცვაში,განსაკუთრებით კარგად ითამაშა ჩელსისთან

Posted by: nikato | მაისი 28, 2010

გასული სეზონის რევიუ


ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ გუნდში ჩაიდო დიდი ინვესტიციები,მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან:კარლოს ტევესი,კოლო ტურე,ემანუელ ადებაიორი,სანტა კრუზი,გარეთ ბერი,ლესკოტი,ბრიჯი..

მოკლედ სანკმაოდ ძლიერი გუნდი შეიკრიბა და ყველა ელოდა გარკვეულ წარმატებას,გუნდის ფანები რომლებსაც 34 წელი რაიმე თასიც კი არ ენახათ თვალით მოუთმენლად ელოდნენ სეზონის დასწყისს.. ზოგნი იმასაც ამბობდნენ რომ მან სიტის თავისუფლად შეეძლო პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ებრძოლა!

გუნდს კი სათავეში უელსელი სპეციალისტი მარკ ჰიუზიედგა.

ყველაფერი მართლაც დიდებულად დაიწყო! გუნდმა ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო,ემანუელ ადებაიორმა ყველა თამაშში მოახერხა გოლის გატანა,სიტიმ 4-2 სძლია ლონდონის არსენალს მოკლედ ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა : – )

თუმცა დადგა ჟამი მანჩესტერული დერბისა,ეს თამაში არასდროს დამავიწყდება! ეს იყო დერბი რომლის დაწყებასაც ყვეალზე მეტად ველოდი.თამაში ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და დასრულდა 4-3 მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებით.თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ მომხდარა,უნდა აღინიშნოს რომ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ემანუელ ადებაიორი დისკვალიფიკაციის გამო თამაშს სტოვებდა და კარლოს ტევესი კი შეხვეული ფეხით გამოვიდა მოედანზე,ასერომ წესით სიტის შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები უნდა ჰქონოდა.თამაში იუნაიტედელებმა აქტიურად დაიწყეს რასაც პირველი გოლი მოჰყვა,თუმცა მათ მალევე მიიღეს გარეტ ბერისაგან საპასუხო ბურთი (უნდა აღინიშნოს კარლოს ტევესის დამსახურებაც) მოკლედ რომ აღარ გავწელო ვიტყვი რომ ის თამაში ფრედ დასრულდებოდა რომ არა მსაჯის უაზრო გამოხტომა დაემატებინა 6 წუთი,სწორედ რომ იმ მეექვსე წუთზე გაიტანა ოუენმა გადამწყვეტი გოლი.იმ თამაშში კი აშკარად გამოირჩეოდა უელსელი კრეიგ ბელამი (სხვათაშორის მისი ყიდვა დიდ შეცდომად ითვლებოდა და ხმებიც კი დადიოდა ქალაქ მანჩესტერში რომ მარკ ჰიუზმა თავისი ჯიბიდან გაიღო გარკვეული თანხა კრეიგის შეძენისათვის 😀 )კრეიგი კი იმ საღამოს მართლაც შეუდარებელი იყო მან დუბლი შეასრულა.

ასე და ამგვარად ის თამაში სიტიმ წააგო და შეიძლება ეს იყო გარდამტეხი მომენტი რომლის შემდეგაც გუნდს დაეწყო კრიზისი. ეს იყო გუნდის ყველაზე ცუდი ჩატარებული შეხვედრები მან სიტიმ ზედიზედ 7 ფრე ითამაშა და თანაც მათი უმეტესობა საშუალო და დაბალი დონის გუნდებთან. ამგვარად ყოველივე ოცნებები PL-ზე ჩაკვდა და გაცამტვერდა.ახლა გუნდის მთავარ სამიზნედ ოთხეულში მოხვედრა რჩებოდა.თუმცა გუნდს ზამთრის პერიოდში სერიოზული ცვლილებები ელოდა წინ!

დიახ ზამთარში გუნდის ფლობელებმა მარკ ჰიუზი გაუშვეს და მის მაგივრად ტრენერად რობერტო მანჩინი დაინიშნა.მან კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორი ტრანსფერი განახორციელა

1) ადამ ჯონსონი
2)პატრიკ ვიეირა

ამგვარად მანჩინი შუა სეზონში გუნდის გადაწყობას შეუდგა.

მე მინდა ავღნიშნო რომ სიტიმ მანჩინის ტრენერობისას ბევრად გააუმჯობესა დაცვითი თამაში.როგორც მარკ ჰიუზის შემთხვევაში ახლაც გუნდმა მშვენივრად დაიწყო ზედიზედ მოიგო სამი შეხვედრა და თანაც უშვებდა გაცილებით ნაკლებ გოლს ვიდრე ჰიუზის ფორმაციის სიტი.ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი რომ მანჩინიმ პირწმინდად წააგო რამდენიმე შეხვედრა

1)ევერტონთან 2-0
2)ჰალთან 2-1
3)ტოტენჰემთან 1-0

ხოლო წაგება მანიუსთან და ევერტონთან ეს ის წაგებები იყო რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებდით და უბრალოდ არ გაგვიმართლა!!!!

ასეა თუ ისე მანჩინიმ ლიგის საგზური მოიტოვა ტოტენჰემთან თამაშში,იგი ამბობდა რომ ეს იყო ლიგის საგზურის ფინალი და გუნდი სერიოზულად ემზადებოდა მისთვის.

მართლაც თამაში სიტი ოF მანჩესტერ სტადიუმზე შედგა.შესანიშნავი ატმოსფერო იგრძნობოდა!

თამაში სიტიმ აქტიურად დაიწყო თუმცა ეს მხოლოდ 20 წუთი გაგრძელდა და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ტოტენჰემი ფლობდა მცირე უპირატესობას. პირველი ტიაიმი 0-0 მორჩა,მეც და დარწმუნებული ვარ ყველა სიტის გულშემატკივარი ელოდა მეორე ტაიმში სერიოზულ შეტევებს ჩვენი გუნდისაგან თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა 😦

ჰარი რედნაპის გუნდი მართლაც რომ აუღებელი ციხესიმაგრე აღმოჩნდა და მათი მეკარე ეურელიო გომესიც შესანიშნავად თამაშობდა,თუმცა მთაგან ყველაზე გამორჩეული მაინც პიტერ კრაუჩი იყო,სწორედ მან შეაგდო გადამწყვეტი ბურთი!

ამგვარად სიტი დამარცხდა და ვერ შეძლო ლიგაზე გასვლა. თამამად შეგვიძლია ეს სეზონი წარუმატებლად ჩავთვალოთ,თუმცა სიტიმ რამდენიმე დაუვიწყარი თამაში გვაჩუქა

1) სიტი-არსენალი 4-2

2)სიტი-ჩელსი 2-1

3)სიტი-მანიუ 2-1 (კარლინგ ქაფი)

4)ჩელსი-სიტი 2-4

5)სიტი-ბირნინგემი 5-1

5)სიტი-ასტონ ვილა 2-1

ასევე აღსანიშნავია რომ გუნდს არასდროს მოუპოვებია ამდნი ქულა ჩემპიონატში(67) მაშინაც კი როცა ინგლისის ჩემპიონები გახდნენ ორჯერ.

Posted by: nikato | მაისი 28, 2010

Manchester City F.C.

.

.

მოგესლმებით!

ჩემი პირველი პოსტი 🙂

მინდა მივუძღვნა გუნდს რომლის გამოც შევქმენი ეს ბლოგი.

მანჩესტერ სიტი

გუნდი რომელიც საუკუნეზე მეტია ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში მოღვაწეობს!

ალბათ ეს გუნდი ქართველთათვის პირველ რიგში გიორგი ქინქლაძესთან ასოცირდება.მართლაც რომ საოცარი სეზონები აქვს გიორგის ჩატარებული მან სიტიში და იქაურ გულშემატკივარს დღემდე ძალიან უყვარს ის.და მაინც,ეს გუნდი ორი-სამი წლის წინ ერთ უბრალო საშუალო დონის გუნდათ ითვლებოდა ინგლისში.ფეხბურთის ნაკლებად მცოდნე ადამიანს ალბათ არც ეცოდინებოდა მის შესახებ რაიმე,მაგრამ დადგა ჟამი და გუნდში ჩაიდო უდიდესი ინვესტიციები!და ასევთქვათ ინგლისის ერთი უბრალო და საშუალო დონის გუნდი უცებ ფაქტიურად ერთ წელიწადში გახდა ანგარიშგასაწევი ძალა და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა (ოხ ეს ფული)

დიახ მეგობრებო,დღეს მანჩესტერ სიტი მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო კლუბია!ფაქტიურად მომავლის კლუბი 🙂 რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში უკვე დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს!

მოკედ ასე და ამგვარად კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე!

ეს მხოლოდ დაასწყისია!

null

Posted by: nikato | მაისი 27, 2010

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

კატეგორიები

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე